Thursday, May 5, 2011

ქართული მონასტრები..


მოწამეთას მონასტერი
აშენდა:მე-12-ე საუკუნეში

სამების საკათედრო ტაძარი
მდებარეობს:თბილიში
 სტეფანე პირველმოწამის ეკლესია
მდებარეობს:თბილიში
აშენდა:მე-4-ე საუკუნეში
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
მდებარეობს:ასპინძაში

ქართული მონასტრები....

 ალავერდის ტაძარი
მდებარეობს:კახეთში
აშენდა:მე-11-ე საუკუნეში

  ანანურის ეკლესია
მდებარეობს:მცხეთა-მთიანეთში

ბაგრატის ეკლესია
მდებარეობს:ქუთაისში


 ბეთანიის მონასტერი
აშენდა:მე-12-ე საუკუნეში
  ერთაწმინდა
აშენდა:მე-13-ე საუკუნე

გელათის მონასტერი
მდებარეობს:ქუთაისში

გერგეთის ტაძარი
მდებარეობს:ყაზბეგში
აშენდა:მე-14-ე საუკუნეში

 იყალთოს მონასტერი
მდებარეობს:ქუთაისში

 ჯვრის მონასტერი
მდებარეობს:მცხეთაში
აშენდა:მე-6-ე საუკუნეში

მარტვილის მონასტერი
აშენდა:მე-7-ე საუკუნეში

ეკლესია-მონასტრები

ეკლესია
სიტყვა ეკლესია ზედმიწევნით "კრებულს" ნიშნავს (ბერძნ. εκκαλεω - ვიწვევ, ვკრებ). ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა იგი ძველ აღთქმაშიც.
ახალ აღთქმაში ამ სახელდებას შეუდარებლად უფრო ღრმა და საიდუმლო შინაარსი აქვს. ეკლესიის ხასიათის ახსნა ყველაზე კარგად ბიბლიაში მოყვანილი მიმსგავსებებით შეიძლება.
ახალი აღთქმის ეკლესია არის საღვთო ახალი ნერგი, ბაღი ღვთისა, ვენახი ღვთისა. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით, ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით კაცობრიობას ახალი, მადლმოსილი ძალები შესძინა და განახლებული, უხვად ნაყოფისმომცემელი ცხოვრება შეუქმნა. ეს ძალები არსებობს წმიდა ეკლესიაში - "ქრისტეს სხეულში"
ეკლესიის მამები ხშირად მიწიერ ეკლესიას ზღვაში მცურავ გემსაც ადარებენ.
პავლე მოციქული ეკლესიის ცხოვრებას ქრისტეში ადარებს ქორწინებას, ცოლ-ქმრულ ურთიერთობას და თავის შეხედულებას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „საიდუმლოი ესე დიდი არს: ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა“ ქრისტიანული თვალსაზრისით ეკლესიის ცხოვრება თავისი არსით საიდუმლოა, მისი დინება სრულად არც ერთ „ისტორიაში“ არ ჯდება. ეკლესია მთლიანად განსხვავდება ამქვეყნად არსებული ნებისმიერი ორგანიზებული საზოგადოებისაგან.
ეკლესია ქრისტიანთა სულიერი სახლია. ქრისტიანის ფიქრები და ქმედებები მჭიდროდ უკავშირდება მას, როგორც მშობლიურ სახლს და უფრო მეტსაც კი. სანამ ამქვეყნად ცხოვრობს, ადამიანს მართებს ეკლესიაში აღასრულოს თავისი ცხონების საქმე, მის მიერვე ბოძებული მადლმოსილი საშუალებები გამოიყენოს განწმედისათვის. ეკლესია თავის შვილებს ზეციური სამშობლოსათვის ამზადებს.
თუ როგორ და რა ჩვეული თანმიმდევრრბით ხდება საღვთო მადლის მოქმედებით ადამიანის სულიერი აღორძინება და ზრდა, თუ რა დაბრკოლებათა გადალახვა მართებს მას ცხონების გზაზე, თუ როგორ უნდა მიესადაგოს აუცილებელი პირადი ძალისხმევა საღვთო მადლმოსილ შემწეობას - ყოველივე ამას გვამცნობს საღვთისმეტყველო და სასულიერო მეცნიერებათა განსაკუთრებული დარგები, რომელთაც ზნეობრივი ღვთისმეტყველება და ასკეტიკა ეწოდება.